აი დი ქონსალთინგი წარმოადგენს აუდიტორულ, ბუღალტრულ და საგადასახადო საკონსულტაციო კომპანიას. კომპანია დაარსდა 2003 წელს და რეგისტრირებულია საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის აუდიტორუფი ფირმების რეესტრში.

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით, რომლებსაც გააჩნიათ გამოცდილება ისეთ სფეროებში როგორიცაა: დისტრიბუცია, საცალო ვაჭრობა, სარესტორნო მომსახურება, მშენებლობა და სხვადასხვა სახის წარმოება.

კომპანიის გამორჩეული მიღწევაა საგადასახადო დავებში მრავალწლიანი გამოცდილება, რაც მოიცავს 100-ზე მეტ დაკმაყოფილებულ საჩივარს. აღნიშნულის მიღწევა განაპირობა სწორმა ხედვამ საგადასახადო აუდიტთან თანამშრომლობის პროცესში და ობიექტურმა მოთხოვნებმა.

აი დი ქონსალთინგი გთავაზობთ შემდეგ სერვისებს

  • საგადასახადო მიმოხილვა
  • მიმდინარე ბუღალტერია
  • არსებული ბუღალტერიის მიმოხილვა/გასწორება
  • საგადასახადო დავებში მონაწილეობა
  • ფინანსური რეპორტინგი
  • ფინანსური აუდიტი

ჩვენი გუნდი

მენეჯმენტი

Jibo-Melashvili

დირექტორი და მმართველი პარტნიორი - ჯიბო მელაშვილი

სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე 1997-2001 წლებში. 1999 წლიდან უმუშავია ისეთ სფეროებში, როგორიცაა დისტრიბუცია, მშენებლობა, წარმოება, საცალო და საბითუმო ვაჭრობა და ა.შ. მთავარი ბუღალტრის და ფინანსური დირექტორის პოზიციებზე. 2017 წლის 29 მაისს მიღებული აქვს სერთიფიცირებული აუდიტორის სტატუსი სარეგისტრაციო ნომრით SARAS-A-546653. ამჟამად ჯიბო წარმართავს კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას.
  • ელ. ფოსტა :

    jibo@idconsulting.ge

irina-dadvani

მმართველი პარტნიორი - ირინა დადვანი

დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1982 წელს. 1995-2005 წლების პერიოდში მუშაობდა საგადასახადო ორგანოებში, მათ შორის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის და აქციზის გადამხდელთა მომსახურების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობებზე. ამავე პერიოდში, წარმოადგენდა საგადასახადო და ბიზნეს ჟურნალის საბჭოს წევრს და კითხვა-პასუხის ექსპერტს. 2006 წლიდან საქმიანობს კერძო ბუღალტრული და აუდიტორული საქმიანობით.
  • ელ. ფოსტა :

    irinadadvani@idconsulting.ge

Giorgi-Paksashvili

მმართველი პარტნიორი - გიორგი პაქსაშვილი

2013 წელს დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი. 2012 წლიდან დააგროვა გამოცდილება საბუღალტრო, საგადასახადო და აუდიტორულ საქმიანობაში. 2014-2018 წლებში მუშაობდა საერთაშორისო კომპანიაში ფინანსების დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციებზე. 2018 წლიდან წარმოადგენს „აი დი ქონსალთინგ“-ის მმართველ პარტნიორს და ჩართულია კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში.
  • ელ. ფოსტა :

    giorgi@idconsulting.ge