საგადასახადო მიმოხილვა
საქართველოში არსებული საგადასახადო კანონმდებლობა გამოირჩევა კომპლექსურობით და ინტერპრეტაციებით. ხშირია საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომელიც რადიკალურად ცვლის ძველ მიდგომებს. სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია კომპანიის ფინანსური აღრიცვა და კონტროლი შეესაბამებოდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ წესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოიშვება გადასახადების არასწორად ადმინისტრირების რისკი, რამაც შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს კომპანიის მომავალზე.
